უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს გადაცემაში "რეაქციაში" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "დიდ შარში გაეხვა". აღნიშნული ფაქტი კი ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლით უნდა დაკვალიფიცირდეს.
"ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად ძალიან დიდ შარში გაეხვა. მან თავადაც არ იცის, რა შარშია გახვეული. ზაზა დავითაიას ცემის ფაქტი ეს არის ნამდვილად ნაღმზე ფეხის დაბიჯების ტოლფასი.
ეს არის ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რითაც უნდა დაკვალიფიცირდეს საქმე, როგორც ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ქმედება. მჯერა, რომ თუ გამოძიება იქნება ობიექტური, აეხდება ფარდა, რომ "თავისუფალი ზონის" უკან ინსპირირდება ის მოქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დესტაბილიზაციას,"- განაცხადა ლორთქიფანიძემ .