საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინიციატივას ენგურზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ.
"ჩვენ გვსურს რეალურად შერიგების პროცესის დაწყება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ის, რაც მოხდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, არის ჩვენი ერის ტრაგედია. მიმაჩნია, რომ ეს არ არის გონივრული გადაწყვეტილება და აუარესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას ადგილზე. ჩვენ ვართ მაქსიმალურად გახსნილი, რომ შერიგების პროცესი დაჩქარდეს და აღდგეს ნდობა აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.