ივერიონი / საქართველოს მთავრობა "უცხოელთა შესახებ" ახალ კანონზე იმსჯელებს

საქართველოს მთავრობა "უცხოელთა შესახებ" ახალ კანონზე იმსჯელებს

   საქართველოს მთავრობა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" ახალი კანონის მოქმედებაზე მონიტორინგს ახორციელებს. ახალი კანონის დადებით მხარეებსა და შესაძლო ხარვეზებზე, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებმა დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.


  პრემიერ-მინისტრის დავალებით, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევენ ყველა უცხოელს, რათა მათი სამართლებრივი მდგომარეობა დამატებითი ხარჯების გარეშე მოექცეს ახალი კანონის შესაბამის რეგულაციებში და კანონმა კითხვის ნიშნები არ გამოიწვიოს

4-10-2014, 11:29
უკან დაბრუნება