თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საფერავის ბოკალის პრეზენტაციას დაესწრო.
საფერავის დასაგემოვნებლად ექსკლუზიური ბოკალი მსოფლიოს წამყვანმა ბრენდმა, 300 წლიანი ისტორიის მქონე ავსტრიულმა საგვარეულო კომპანია "რიდელმა" შექმნა. ბოკალის პრეზენტაცია სომელიეთა ასოციაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით მოეწყო.
"სიმბოლურია საქართველოში, ვაზისა და ღვინის ქვეყანაში, ღვინის დღის დაწესება და იმედია, დროთა განმავლობაში ეს უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს. მნიშვნელოვანია, რომ წელს ყურძნის მოსავალი კარგად დაბინავდა და მევენახეებმა სოლიდური შემოსავალი მიიღეს. ღვინის ქარხნები აქტიურად მუშაობენ ხარისხიანი პროდუქციის გამოსაშვებად. შედეგად, დაკმაყოფილდება როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ბაზარი, რომელზეც კონკურენცია საკმაოდ დიდია. დარწმუნებული ვარ, წლევანდელი მოსავალი უფრო მეტად ხარისიანი და მეტი შემოსავლის მომტანი იქნება როგორც ქვეყნისთვის, ისე მეღვინეობის დარგში დასაქმებულთა ოჯახებისთვის" - განაცხადა დავით ნარმანია