თბილისს დღეს პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დელეგაცია ეწვევა. დელეგაციას ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე აგნეშკა კროლიკოვსკა ხელმძღვანელობს.
დელეგაციას მასპინძლობას გაუწევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
პირველი ოფიციალური შეხვედრა დელეგაციებს შორის ხვალ, სასტუმრო ამბასადორში, 11:30 სთ ზე შედგება. შეხვედრას დაესწრებიან მაღალი დონის სტუმრები, მათ შორის ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თამარ ბერუჩაშვილი და პოლონეთის ელჩი საქართველოში, ანდჟეი ჩეჟკოვსკი.