ივერიონი / თბილისში საერთაშორისო საარბიტრაჟო კონფერენცია გაიმართება

თბილისში საერთაშორისო საარბიტრაჟო კონფერენცია გაიმართება

   9 ოქტომბერს თბილისში საერთაშორისო საარბიტრაჟო კონფერენცია გაიმართება.

 

  კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნებიან არბიტრაჟის პრაქტიკოსები ლონდონიდან, პარიზიდან, სტამბულიდან, ვილნიუსიდან. კონფერენციის მხარდამჭერი არიან წამყვანი საერთაშორისო და რეგიონული იურიდიული კომპანიები.

  იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით იუსტიციის მინისტრიც მიმართავს და არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს.

 
  საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარება რამდენიმე კუთხითაა მნიშვნელოვანი: პირველ რიგში, ბიზნესმენები არ იქნებიან იძულებული, ყველა დავის შემთხვევაში, სასამართლოს მიმართონ, იარსებებს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული და სანდო მექანიზმი. ამისათვის კი საარბიტრაჟო დავების მექანიზმი მოქნილი და ბიზნესის ინტერესებზე მორგებული უნდა იყოს და ის მაქსიმალურად უახლოვდებოდეს გაერო-ს არბიტრაჟის წესებს.

6-10-2014, 10:51
უკან დაბრუნება