დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ ხელმეორედ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენენ.
"საქმიანი განხილვა იქნება, ამას გპირდებით. რა ბედი ეწევა, გადავწყვეტთ. ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია რომ იქნება, გეცოდინებათ. ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის",-აცხადებს გია ვოლსკი.
ნინო ბაქაქურთან და ზურაბ ძლიერაშვილთან შეხვედრა გასულ კვირას მათი გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.
ცნობისთვის, ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე დასამტკიცებლად პარლამენტს ზურაბ ძლიერაშვილისა და ნინო ბაქაქურის კანდიდატურები წარუდგინა, თუმცა დეპუტატების მხარდაჭერა (76 ხმა) ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა, რის გამოც ადგილი ვაკანტური დარჩა.