მთავრობის სარეზერვო ფონდი 2015 წლისთვის 20-მილიონით იზრდება და 70-მილიონ ლარს შეადგენს.
მთავრობის სარეზერვო ფონდი მიმდინარე წელს 50-მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. პარლამენტში წარდგენილი საბიუჯეტი პროექტის მიხედვით კი, მისი მოცულობა 70-მილიონით დაიგეგმა.
უცვლელი რჩება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა, რომელიც მიმდინარე და მომავალ წელსაც 5-მილიონი ლარი იქნება.
საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობა, ერთად აღებული, წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს