საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით რომში გაემგზავრება. ის იტალიის დედაქალაქში ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.
შსს-ს ინფორმაციით, საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის გენერალური ასამბლეა 5-8 ნოემბერს ქალაქ რომში გაიმართება.
ინტერპოლი მინისტერიალით გაიხსნება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი 100-ზე მეტი ქვეყნის მინისტრთან ერთად დაესწრება.
შეხვედრა შეეხება თანამედროვეობის ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.