ივერიონი / ნიკოლოზ მჟავანაძე: აქცენტი ქვეყნებს შორის პოზიციების თანხვედრაზე უნდა გაკეთდეს!

ნიკოლოზ მჟავანაძე: აქცენტი ქვეყნებს შორის პოზიციების თანხვედრაზე უნდა გაკეთდეს!

  არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მოსკოვში თბილისობის აღნიშვნის შესახებ FACEBOOK-ის საკუთარ  გვერდზე წერს.

 

   მისი თქმით,  ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით, აქცენტი მხოლოდ მშვიდობიან და დიპლომატიურ გზებზე უნდა გაკეთდეს.

 

  "ჩემთვის გაუგებარია იმ აჟიოტაჟის ატეხვა, რომელიც მოსკოვში თბილისობის აღნიშვნას მოჰყვა. ხალხი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთს დაუკანონა, გადასცა ყველა სტრატეგიული ობიექტი საქართველოში რუსულ კომპანიებს, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში რუსის ჯარი დააყენა, ეს ხალხი საუბრობს პრორუსულ განწყობებზე.

  თქვენი წყალობით, ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით აქცენტი მხოლოდ მშვიდობიან და დიპლომატიურ გზებზე უნდა გავაკეთოთ. ამიტომ რა გასაკვირია, თუ თბილისობა მოსკოვში აღინიშნება, რა, ამით ღირსება შეილახა ქვეყნის თუ რა..

  ომით რუსეთს ვერაფერს ვერ ვაიძულებთ, ამიტომ აქცენტი დიპლომატიაზე და ჩვენს ქვეყნებს შორის გარკვეულ საკითხებზე პოზიციების თანხვედრაზე უნდა გაკეთდეს",- წერს მჟავანაძე.

6-10-2014, 12:27
უკან დაბრუნება