გადაუდებელი დახმარების მედიკამენტებს კიდევ ცხრა მედიკამენტი დაემატა.
ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ძალაში დღეიდან შევიდა. გადაუდებელი დახმარების სამკურნალო საშუალებებს დაემატა: ამიოდარონი (ტაბლეტი)-ანტიარითმიული საშუალება, გლიბენკლამიდი (ტაბლეტი) - პერორალური ანტიდიაბეტური საშუალება, მეტფორმინი (ტაბლეტი)-პერორალური ანტიდიაბეტური საშუალება, კაპტოპრილის ტაბლეტები ნებისმიერი დოზით-წნევის დამწევი საშუალება, ნიფედიპინის ტაბლეტები ნებისმიერი დოზით - წნევის დამწევი საშუალება, მეტოპროლოლის ტაბლეტები ნებისმიერი დოზით - წნევის დამწევი საშუალება, დექსამეტაზონის ტაბლეტები - ანაფილაქსიის საწინააღმდეგო საშუალება, პრედნიზოლინის ტაბლეტები-ანაფილაქსიური შოკის, ალერგიული რეაქციების სამკურნალო და ბრონქული ასთმის შეტევის კუპირების საშუალება და ფუროსემიდის ტაბლეტები - ძლიერი და სწრაფი მოქმედების შარდმდენი საშუალება.
ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება, სადაც რეცეპტის ინსტიტუტთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს განიხილავენ.