რომელი ტიპის ავტობუსების შემოყვანა იქნება თბილისში მიზანშეწონილი, კვლევის შედეგად გახდება ცნობილი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
ქალაქია მერის თქმით, უცხოური კომპანიების მხრიდან არის ინტერესი, საქართველოში განხორციელდეს ინვესტირება ავტობუსების ქარხანასთან დაკავშირებით.
"მე დავიწყე მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ისინი გააკეთებენ სპეციალურ კვლევას საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელი ტიპის ავტობუსების შემოყვანა იქნება მიზანშეწონილი. მეორე მხრივ, არის ინტერესი უცხოური კომპანიების მხრიდან, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები საამწყობო ქარხანასთან დაკავშირებით და ამაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს, მაგრამ კვლევის შედეგად დადგინდება, რომელი ტიპის ავტობუსების შემოყვანაა მიზანშეწონილი", - აღნიშნა ნარმანია.