ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შესაძლოა, რუსეთს 2015 წლის იანვარში წევრობა შეუჩეროს. ამის შესახებ PAჩE-ს თავმჯდომარე ან ბრასერმა "ამერიკის ხმის" რუსულ სამსახურთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი განცხადებით, იანვარში ახალი სესიის დროს ყველა ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილებები ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს.
"სრულებით შესაძლებელია, რომ სესიაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებები გასაჩივრდეს. მე ვერ განვჭვრეტ მომავალს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ იანვრამდე ვითარება პოზიტიურისკენ არ შეიცვალა, არსებობს დიდი ალბათობა, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არათუ აღდგება, არამედ პირიქით, გამოითქმება აზრი, რომ ასამბლეას არ სურს რუსეთის დელეგაციასთან მუშაობა", - განაცხადა ან ბროსერმა.