ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორი პროექტის - "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" და "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" - პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ორგანიზაცია "მოქალაქის" პროექტების მიზანია, რომ სახელმწიფოს აღმშენებლობაში ახალგაზრდები უფრო აქტიურები იყვნენ .
"ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოწმეების როლში და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ, პირველ რიგში, ახალგაზრდებმა უნდა გაითავისონ ეს, რომ ეს მათი სამშობლოა, მათი ქვეყანაა , რაც პირველ რიგში მოითხოვს სახელმწიფოს კარგ ფუნქციონირებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.