დაუშვებელია ადამიანების თანამდებობიდან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ ის ვინმეს არ მოსწონს, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ხასიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მსჯავრდებულთა სურვილის მიხედვით, თანამდებობის პირთა გათავისუფლება დაუშვებელია და არ მოხდება.
მაია ხასიას განმატებით, დილის მდგომარეობით, ქსნის მე-15 დაწესებულებაში სიტუაცია აბსოლუტურად სტაბილური იყო.
"დილით იყო ასეთი ფაქტი, რომ დაწესებულებაში გარეთ მყოფი ადამიანები არ უშვებდნენ კვების პროდუქტით დატვირთულ მანქანას. იქ 3 400 მსჯავრდებული იყმოფება, შესაძლოა, ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს რთული, არ შეიძლება მასთან მისასვლელი გზა გადაკეტო, კარგია, თუ ამას გაითვალისწინებენ", - აცხადებს ხასია.