დღეს 12 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და რეჟისორ თემურ ჩხეიძის ინიციატივით ფუნქციონირებას იწყებს თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი, რომელსაც თავად რეჟისორი უხელმძღვანელებს.
როვორც ცნობილია, ცენტრი სახელოსნოს პრინციპით იმუშავებს - თეატრის რეჟისორები, დრამატურგები და თეატრმცოდნეები ორი სასწავლო წლის განმავლობაში, სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე თავიანთ პროფესიულ უნარებს სრულყოფენ და შესაბამისი სპეციალობების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს დაეუფლებიან.
აღნიშნული ცენტრის მიზანია ქართული სასცენო ხელოვნების განვითარება, საერთაშორისო ტენდენციების გაცნობა, თეატრის ახალგაზრდა სპეციალისტთა დაოსტატება და მაღალმხატვრული თეატრალური პროდუქციის შექმნა.