ევროპის საბჭო, ახალი პროექტის მეშვეობით, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართება. იგი საქართველოს ხელისუფლებას გაუწევს დახმარებას საჭირო საკანონმდებლო ექსპერტიზასა და ინსტიტუციურ განვითარებაში, რაც განხორციელდება მთავარი დაინტერესებული მხარეების მარეგულირებელი ჩარჩოსა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისა და გაუმჯობესების გზით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის და სასამართლოს თვითმმართველობის წინაშე მდგარი გამოწვევების გადასაჭრელად. პროექტი, რომლის სახელწოდებაცაა "მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში", ხორციელდება დანიის სამეფოს დაფინანსებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
18 თვის განმავლობაში, პროექტი იმუშავებს სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების პროცედურული გარანტიების გაუმჯობესებასა და სასამართლოს პროფესიონალიზმის გაძლიერებაზე მოსამართლეთა სწავლების გაუმჯობესებისა და სასამართლოს თვითმმართველობის გაძლიერების გზით.