ივერიონი / ფოთში აქცია ისევ გრძელდება!

ფოთში აქცია ისევ გრძელდება!

ფოთის პორტის თანამშრომელთა აქცია ისევ გრძელდება. პორტის მუშებს ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი მოთხოვნაზე.


აქსიის ერთ-ერთი მონაწილე "ივერიონთან" საუბრისას აცხადებს: "ჩვენ ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე და შესაბამისად, გაურკვეველი ხდება აქციების დასრულების დრო და თარიღი. ჩვენი მოთხოვნები ისევ იგივე რჩება: ხელფასების გაზრდა და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას!


შეგახსენებთ, რომ ფოთის პორტის თანამშრომლები აქციებს უკვე რამდენიმე კვირაა მართავენ. აქციებს ანალოგიური მოთხოვნით ჭიათურის მაღაროს მუშებიც მართავენ.

5-11-2012, 14:43
უკან დაბრუნება