ივერიონი / გედევან ფოფხაძე: კითხვისნიშნებით სამართალდამცავთა ფუნქციების გადაფარვა არ უნდა მოხდეს!

გედევან ფოფხაძე: კითხვისნიშნებით სამართალდამცავთა ფუნქციების გადაფარვა არ უნდა მოხდეს!

  "დაკავების დროს გარკვეული კითხვის ნიშნები იყო", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.  

 

  მისივე თქმით, თუკი ხდება სამართალდამცავთა მხრიდან რაიმე დარღვევა, ამაზე ადეკვატური რეაგირება უნდა იყოს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რაღაც ეტაპზე ყველამ უნდა ისწავლოს კანონის პატივისცემა და ის, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია.

 

  "კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, იყო, რადგან როდესაც დაკავება მოხდა, რაღაც გაურკვევლობა იყო. მიმაჩნია, რომ ასეთი კითხვის ნიშნები შეიძლება პოლიტიკოსებმა დასვან, მაგრამ ამ კითხვის ნიშნებმა არ უნდა გადაფაროს გამომძიებელთა და სამართალდამცავთა როლი და ფუნქცია. საბოლოო ჯამში, ამაზე მათ უნდა გასცენ პასუხები და ზედმეტად საკითხების პოლიტიზირება ამ პროცესს ხელს შეუშლის. მიმაჩნია, რომ თუ ამაზე ჩატარდება გამოძიება, ეს იქნება სწორი და მან უნდა გასცეს საბოლოო პასუხი", - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

7-10-2014, 12:37
უკან დაბრუნება