ივერიონი / თბილისის "არმია" "ჰაპოელს" დაუპირისპირდება!

თბილისის "არმია" "ჰაპოელს" დაუპირისპირდება!

გუშინ თბილისი-თელ ავივის საჰაერო რეისით, ისრაელის ქალაქ ჰოლონში  საქართველოს ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი "არმია" გაემგზავრა, რომელიც 7 ნოემბერს, თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე, ადგილობრივ "ჰაპოელს" ევროჩელენჯის H ჯგუფის პირველ ტურში დაუპირისპირდება.


შეგახსენებთ, რომ "არმია" ევროჩელენჯის თასზე ზედიზედ მეორედ მონაწილეობს. პირველ ცდაზე ჩვენი გუნდის მეტოქეები თურქეთის "ბეშიქთაში",  ჰოლანდიის "ლეიდენი"  და გერმანიის "გიოტინგენი" იყვნენ. მართალია, "არმიამ" და "ლეიდენმა" თანაბარი ქულები დააგროვეს, მაგრამ "არმია" ჯგუფში ბურთების უარესი შეფარდების გამო ჩარჩა. რაც შეეხება ჯგუფის გამარჯვებულ "ბეშიქთაშს", ეს უკანასკნელი თასის მფლობელი გახდა.

5-11-2012, 14:47
უკან დაბრუნება