ივერიონი / გაერთიანებული დემოკრატები:-"ნარმანიას 1 სექტემბრის ბრანებულება უკანონოა"

გაერთიანებული დემოკრატები:-"ნარმანიას 1 სექტემბრის ბრანებულება უკანონოა"

  გაერთიანებული დემოკრატები თბილისის მერის  დავით ნარმანიას 1 სექტემბრის ბრანებულებას უკაკნონოდ მიიჩნევენ. რომლის მიხედვით, თბილისის მერიის აპარატის მაღალჩინოსნებს,  2014 წლის სექტემრიდან   ხელფასზე დანამატის სახით  სოლიდური თანხები დაერიცხებათ. საკრებულოში ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" თავმჯდომარის ზაზა ვეკუას განცხადებით, ეს არის თანხების უკანონო მითვისება, მაგალითად: საუბარია, რომ მერიის პირველმა მოადგილემ ყოველთვიურად  დანამატის სახით 3540 ლარი უნდა  მიიღოს, ადმინისტრაციის უფროსმა კი 3180 ლარი და ასე შემდეგ, რაც მათ დადგენილ ხელფასებზე მაღალია. ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როცა ბიუჯეტი დეფიციტურია  და ქალაქის მთავრობას  კომერციული სესხის აღება უწევს.

7-10-2014, 12:53
უკან დაბრუნება