ივერიონი / დავით უსუფაშვილი: საერთაშორისო საერთაშორისო სამშვიდობო კომპანიებში აქტიურად ვერთვებით!

დავით უსუფაშვილი: საერთაშორისო საერთაშორისო სამშვიდობო კომპანიებში აქტიურად ვერთვებით!

  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიდღეს ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, იუოზას ოლეკას შეხვდა. როგორც დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, იყოს მყარი დასაყრდენი პარტნიორი მეგობრებისთვის ყველა მიმართულებით.

 

  "ჩვენ აქტიურად ვერთვებით საერთაშორისო სამშვიდობო კამპანიებში ჰუმანიტარული კუთხით, სამხედრო თვალსაზრისით, მატერიალური დახმარების მხრივ იმიტომ, რომ ვიცით, მხოლოდ ასე შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

  პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველომ ბოლო პერიოდში დიდი ნაბიჯები გადადგა თავდაცვის კუთხით. მან ისაუბრა ქუთაისის კადეტთა ლიცეუმის, როგორც მაღალი სტანდარტების მქონე სამხედრო სასწავლო დაწესებულების შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან ერთად მოინახულა. 

  

  პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის წარმატებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები კოორდინირებულად უნდა მუშაობდნენ და მთლიანად სისტემა უნდა იყოს ძლიერი. მისივე განცხადებით, საქართველო მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე და განაგრძობს აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით.

 

7-10-2014, 13:02
უკან დაბრუნება