თბილისის მერიის თანამშრომლებზე დანამატის სახით თანხის გაცემის შესახებ მერის დავით ნარმანიას ბრძანებას საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე აფასებს. როგორც უგრეხელიძე აცხადებს, ბიუჯეტი გარღვეულია.
"თბილისის ახალმა მთავრობამ მერის პირით განაცხადა, რომ ქამრების შემოჭერის დროა იმიტომ, რომ ბიუჯეტი გარღვეულია, 12 მილიონით სეკვესტრს ექნება ადგილი წელს და ამავე დროს 30-მილიონიანი პროცენტიანი სესხი უნდა აიღონ მათ კერძო ბანკიდან. ამ შემთხვევაში, ეს არ გამოიყურება მიზანშეწონილად და ლამაზად და ამომრჩეველს ეს არ უნდა მოეწონოს. თუ იყო ეს დანამატები ჩვენს დროს, მაშინ საქმეც კეთდებოდა, შენდებოდა, ინფრასტრუქტურა ვითარდებოდა. ორი თვეა ჩვენ ვხედავთ უმუშევრობას." - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.