2012 წლის 2 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედიდან" 30 თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათ შორის, ნოდარ მელაძეც.
ნოდარ მელაძემ "იმედიდან" წასვლის შესახებ განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა. ის დაემშვიდობა საკუთარ მაყურებელს და განაცხადა: "მე სხვა არაფრის კეთება არ ვიცი, მე ვარ ჟურნალისტი და იმედი მაქვს, რომ ისევ შევძლებ გითხრათ: "გამარჯობა, ეს არის მთავარი დღეს!"
ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ნოდარ მელაძე რუსული ტელეკომპანიის "Дождь"-ის ეთერში გამოჩნდა.
"იმედის" ყოფილი ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ პირველი რეპორტაჟი "Дождь"-ზე საქართველოს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს მიუძღვნა.
რუსული ტელეკომპანია Дождь-მა საკაბელო მაუწყებლობა 2010 წლის 27 აპრილს დაიწყო. მისი სლოგანია Телеканал для тех, кому не наплевать (ტელეკომპანია მათთვის, ვისთვისაც სულერთი არ არის). Дождь-ი და ქართული "პიკი" ის გამონაკლისი ტელეკომპანიები იყვნენ, რომლებიც რუსული ოპოზიციის მიტინგებს სრულად აშუქებდნენ. Дождь-ი რუსეთში ოპოზიციურ ტელეკომპანიად მიიჩნევა.