ივერიონი / ეკა ბესელია: ჩვენ არ ვმუშაობთ "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით!

ეკა ბესელია: ჩვენ არ ვმუშაობთ "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით!

  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროსაბჭოს მიღებულ რეზოლუციაზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ქართულმა მხარემ იმოქმედა დიპლომატიურად, აღნიშნა, რომ ფაქტები, რომელიც ევროსაბჭოს ჰქონდა მიწოდებული, იყო ცალმხრივი.აღნიშნული განცხადება ბესელიამ გადაცემაში "არჩევანი" გააკეთა.


  "ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც მომხსენებლები, რომლებიც ამზადებენ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს, არ ეთანხმებიან არცერთ ამ პუნქტს და ხმა არ მისცეს მათ რეზოლუციას სწორედ ამ პუნქტების გამო. არ დაეთანხმა მას არც მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც ასევე არ მისცა ხმა რეზოლუციას. მათ თქვეს, რომ ეს არის ცალმხრივად მიწოდებული ფაქტები, რომლებიც არ გადამოწმებულა.

  ჩვენმა დელეგაციამ, ბატონი თედო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, მოახერხა მომხსენებლების და მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის დარწმუნება, რომლებმაც მოითხოვეს რეზოლუციის უკან დაბრუნება.

   ჩვენ არ ვმუშაობთ იმ მეთოდებით, რა მეთოდითაც მუშაობდა "ნაციონალური მოძრაობა". როგორც სააკაშვილმა ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში განაცხადა, საჩუქრებით რომ დარბოდა სხვა ქვეყნის ხელისუფალთან. ჩვენ მათთან ვმუშაობთ პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებით,"- განაცხადა ბესელიამ.

8-10-2014, 06:54
უკან დაბრუნება