უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა და აღნიშნა, რომ რეზოლუციაში ნეგატიურთან ერთად აღნიშნულია ქვეყნის პოზიტიური მხრივ წინსვლაც. აღნიშნული განცხადება ზვიად ძიძიგურმა გადაცემაში "არჩევანი" გააკეთა.
"ეს დოკუმენტი მიესალმება სასამართლოს მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობას და ყველა ეს პრეტენზია, რომელიც მოდის სააკაშვილთან, ახალაიას საქმეებთან დაკავშირებით, პოლიტიკური საქმეაო არსად წერია. იქ წერია, რომ ეს პრობლემები სამართლებრივი თვალსაზრისით, რომელიც კითხვის ნიშანს იწვევს, შემაშფოთებელია. პოზიტივებიც არის და ნეგატივებიც. რაც შეეხება იმას, რომ მთლიანობაში კარგი დოკუმენტია თუ არაა, კარგი დოკუმეტი არ არის და ამიტომ ხმა არ მისცა "ქართულმა ოცნებამ", ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხმა იმიტომ მისცა, რომ ისინი თვლიან, რომ ეს საქართველოსთვის კარგი დოკუმენტია".