ივერიონი / გოგა ხაჩიძე: ცოტა კრიმინალი მოსულა?

გოგა ხაჩიძე: ცოტა კრიმინალი მოსულა?

"ღამე გარეთ გასვლა, მინიმუმ, აღარ ღირს!", _ ამის შესახებ გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.


როგორც ჩანს, ექსმინისტრი და მოქმედი დეპუტატი ქვეყანაში შექმნილმა კრიმინოგენულმა ვითარებამ შეაშფოთა. "ივერიონი" მის განცხადებს უცვლელად გთავაზობთ:


"პროგნოზი ყველამ გავაკეთეთ (მშვიდად, დინჯი გამომეტყველებით)…ახლა მომხდარ ფაქტებს ვგებულობთ და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროგნოზი მართლდება  (ისევ მშვიდად, დინჯი გამომეტყველებით)…ამ ყველაფერს კი ისე ვუყურებთ, თითქოს ფეხბურთის მატჩის ანგარიში გამოვიცანით; თითქოს ეს ყველაფერი სხვაგან ხდება; თითქოს რაღაცას ველოდებით და გვგონია, რომ პრობლემა არ გაღრმავდება… ამასობაში კი, ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მინიმუმზე დაყვანილი კრიმინალი ნელ-ნელა, შეპარვით, ხელიდან გვეცლება. თითქოს, ამათ (ახალ მთავრობას) ცოტა კრიმინალი ეპატიებათ; თითქოს, ახლა ცოტა კრიმინალი მოსულა…


მანქანები ტყდება, სახლები იქურდება, ყაჩაღობები ხდება, ხულიგნობები, ღამე გარეთ გასვლა, მინიმუმ, აღარ ღირს, "სტაიანკების" თემა გააქტუალურდა, ტაქსისტებმა ისევ ჩაიდეს კარებთან "მანტიროვკები"… ოეე! შ.ს.ს!….ოეე! მთავრობა!…რას ელოდებით?!" _ წერს ხაჩიძე.

5-11-2012, 15:20
უკან დაბრუნება