ივერიონი / ნინო ბურჯანაძე: "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური გადარჩენისთვის იბრძვის!

ნინო ბურჯანაძე: "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური გადარჩენისთვის იბრძვის!

  "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკა არ გააჩნია და ამის ფონზე "ნაციონალური მოძრაობა" "თავის საქმეს ეფექტურად ასრულებს".აღნიშნული განცხადება ბურჯანაძემ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.


  "დოკუმენტი ნამდვილად არ არის ობიექტური, მაგრამ ეს არ არის ევროსაბჭოს ბრალი. ეს არის "ქართული ოცნების" ბრალი. ეს დოკუმენტი აჩვენებს იმას, რომ ჩვენ საერთოდ საგარეო პოლიტიკა არ გაგვაჩნია, რომ არცერთი უწყება, რომელსაც საგარეო პოლიტიკა აბარია, არც მთავრობაში და არც პარლამენტში არაფერს ან ვერაფერს აკეთებს. ეს ფაქტია და ნამდვილად უნდა ითქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ეფექტურად ასრულებს თავის საქმეს. "ნაციონალური მოძრაობა" იბრძვის პოლიტიკური გადარჩენისთვის და "ქართული ოცნების" დახმარებით ისინი ამას ძალიან კარგად ახერხებენ. "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს მორალური უფლება, ვინმეს პატრიოტიზმზე ელაპარაკოს,"- აღნიშნა ბურჯანაძემ.

8-10-2014, 07:05
უკან დაბრუნება