საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტ მარგველაშვილს ეთანხმებიან, რომ შესაძლოა პოლიტიკურ ცხოვრებაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს. აღნიშნული განცხადებით, ეკა ბესელია მარგველაშვილის "ფორბსისთვის" მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტი მასსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის არსებულ განსხვავებულ ლექსიკაზე საუბრობს.
"სრულიად ჯანსაღი პროცესია, პოლიტიკურ ცხოვრებაში ზოგჯერ შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებები და არ შეიძლება ერთი ფერის იყოს პოლიტიკური სპექტრი და ყველა საუბრობდეს ერთი პოლიტკური ენით, ან ლექსიკონით. ასე, რომ მე ამ მოვლენას არ ვუყურებ დრამატულად",-განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ,რომ მარგველაშვილმა "ფორბსათან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის შესაძლებელია განსხვავებული ლექსიკა არსებობდეს.