ივერიონი / ლადო სადღობელაშვილი: რა კომპრომატით ჰყავხარ დაჭერილი ნაცებს!

ლადო სადღობელაშვილი: რა კომპრომატით ჰყავხარ დაჭერილი ნაცებს!

  "თავისუფალი თაობის" დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი  "რუსთავი 2"-ის წამყვანს გიორგი გაბუნიას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს, ხოლო მისი გადაცემის რეჟისორად "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას ასახელებს.

 

   "პასუხი რუსთავი 2-ს.

    გიგა ბოკერია რუსთავი2-ის რეჟისორობამდე ჩამოლაბორანტდი და იმდენად უსინდისო არაკაცი ხარ რომ მთელს ტელევიზიას ტყუილებს ათქმევინებ.გიორგი გაბუნია შენ ხარ ჟურნალისტიკის სირცხვილი,საქვეყნოდ რომ აცხადებ ტრისტან წითელაშვილი თავისუფალი თაობის წევრიაო არ გრცხვენია???რა კომპრომატით ყავხარ დაჭერილი ნაცებს რომ ესეთ უსინდისო ტყუილს აცხადებ.რა უნდა ტრისტან წითელაშვილს სტუდენტურ ორგანიზაციაში??ფულზე გაყიდული ხარ საცოდავო არსებავ და ჩვენ გვრცხვენია შენს მაგივრად,ბოკერიას მონა ხარ და ამაზრზენია რომ თავს ჟურნალისტს უწოდებ.ვერაფერი მოგვიხერხეთ,ერთი კომპრომატიც ვერ იპოვეთ ჩვენზე და საქვეყნოდ აცხადებთ რომ ტრისტან წითელაშვილი "თავისუფალი თაობის" წევრია.ღმერთის მაინც არ გეშინია შე მატყუარა.ეხლა რაც შეეხება რუსეთს.აი კობა ხაბაზი რომ გიზით ეთერში,ეს ნაძირალა იყო ის კაცი,რომელიც რუსეთის სპეცრაზმთან მხარდამხარ ებრძოდა 1992 წელს საქართველოს კანონიერ მთავრობას.რაც შეეხება რუსეთს ის არის ოკუპანტი და სანამ ერთი რუსი ჯარისკაცი იდგება ჩვენს ტერიტორიაზე მანამ ის იქნება ოკუპანტი და აგრესორი.ისე ძალიან კი გინდათ ბატონი წითელაშვილი ჩვენ მოგვაკეროთ და რას არ აკეთებთ ამის გამო.არააა ბატონო წითელაშვილი ჩვენი წევრი,არც მეგობარი და საერთოდ არც ვიცნობთ მას.რუსთავი2 თქვენ კი გრცხვენოდეთ იმის გამო რომ ესეთ დეზინფორმაციას ავრცელებთ!!!

8-10-2014, 13:54
უკან დაბრუნება