სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ არჩილ თალაკვაძე დაინიშნა. ის უწყებაში ჯანდაცვის მიმართულებას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საზოგადოებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა აცნობა.
მინისტრმა სამედიცინო დეპარტამენეტის თავმჯდომარედ ნათია ლანდია წარადგინა. სასჯელაღსრულების მინისტრის განმარტებით ორივე კანდიდატი პრიფესიით ექიმია. "წლების განმავლობაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვა წარმოადგენდა. ჩვენ ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით პრობლემა აღმოვფხვრათ. ჩავატარეთ კონკურსი და გასაუბრებები და გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთ მოადგილედ არჩილ თალაკვაძე დაინიშნოს, რომელიც ჯანდაცვის მიმართულებას უშუალოდ გაუწევს კურირებას", - განაცხადა სუბარმა.