საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობებზე კომენტარს არ აკეთებს, რადგან, როგორც მინისტრი ამბობს, ამის სურვილი თავად პრეზიდენტმა გამოთქვა Forbes Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
"პრეზიდენტი ამბობს იმას, რომ მისი პირადი ურთიერთობა ვინმესთან, არ უნდა იყოს საჯაროდ გამოტანილი და თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩემ მიერ, მისი პირადი ურთიერთობის კომენტირება რამდენად კორექტული იქნება.ინტერვიუ არ მინახავს, მისი მხოლოდ ფრაგმენტები მაქვს წაკითხული და ეს არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მე ამ ინტერვიუზე კომენტარი გავაკეთო", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ცნობისთვის, მარგველაშვილმა ხელისუფლების სხვა შტოებთან მის დამოკიდებულებაზე განცხადებები Forbes Georgia-ს დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში გააკეთა.