ივერიონი / ოქტომბრის ბოლოდან კომერციულ ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა აეკრძალებათ

ოქტომბრის ბოლოდან კომერციულ ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა აეკრძალებათ

   ოქტომბრის ბოლოდან, კომერციულ ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა, შესაძლოა აეკრძალოთ. ეს ინფორმაცია დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააჟღერა.

   

  მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომერციულ ბანკებსა და დეველოპერებს შორის ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრას მოემსახურება.

  "მოგეხსენებათ, ეს დიდი ხნის შფოთვის თემა არის. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო ჩავატარეთ. საკმაოდ ახლოს ვართ გადაწყვეტილებასთან და თვის ბოლოს, ოქტომბრის ბოლოს ჩვენ გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ, განიხილება სრულად აკრძლავაც",-განაცხადა ქადაგიძემ.

8-10-2014, 19:18
უკან დაბრუნება