თბილისში, მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის კონფერენცია გაიხსნა. სამდღიან ღონისძიებაში 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოდან 130-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა, ეპრა-ს თავმჯდომარემ და მასთან ერთად პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა გახსნეს.
"მახსოვს დღეები, როდესაც საქართველოში პირველად დაიწყო მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ტელეკომუნიკაციების სფერო, ეს არის დარგი, რომელსაც სპეციალური დამოუკიდებელი მარეგულირებელი სააგენტო სჭირდება. გეტყვით გულახდილად, რომ მეც და ბევრ ჩემს კოლეგას არ გვესმოდა, რატომ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ საბჭოთა ცხოვრების სტილიდან მოვდიოდით. როდესაც იყო განცდა იმისა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უკეთ იცის და მთავრობა ყველაფერს ყველაზე უკეთ გადაწყვეტს.
დღეს ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებთ და ეს თქვენი დამსახურებაცაა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს მარეგულირებელი ორგანოების სისტემა სულ უფრო ახლოს მიდის ევროპულთან. თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და სასწავლი"