საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც თბილისის მერიის თანამშრომლებისთვის სავალდებულო ატესტაციას ჩაატარებს, უკვე დამტკიცებულია. ამის შესახებ თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს.
"დავამტკიცეთ საკონკურსო-საატესტაციო კომისია. არსებული პროცედურების მიხედვით, ჩვენ პირველ ეტაპზე ჩავატარებთ ტესტირებას მოქმედი თანამშრომლებისას, ვისაც აქვს ვალდებულება ატესტაციის გავლისა, ამის შემდეგ იქნება გასაუბრება. დარჩენილ ვაკანსიებზე, რასაკვირველია, გამოცხადდება საჯარო კონკური და იგივე საკონკურსო- საატესტაციო კომისია ჩაატარებს ორეტაპიან კონკურსს.ტესტირების პროცესი მთლიანად იქნება გარეთ გატანილი და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ტესტირების ჩატარებას.
შესაბამისი ჯგუფი მუშაობს შრომის ანაზღაურების და დანამატების სისტემის მოწასრიგებაზე, რომ მომდევნო წლის იანვრიდან, ახალი საბიუჯეტო წლის პირობებში ახალი წესით შევხვდეთ. კონსულტაციები იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, რათა მათ თავიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია თუ რა მოდელზე ვმუშაობთ ჩვენ",-აცხადებს ნარმანია.