ივერიონი / ოთარ დანელია: მხოლოდ კახეთში 157 მილიონი ლარის ყურძენია ჩაბარებული!

ოთარ დანელია: მხოლოდ კახეთში 157 მილიონი ლარის ყურძენია ჩაბარებული!

   ოთარ დანელიას განცხადებით, რთველი კახეთში დასასრულს მიუახლოვდა, რაჭაში კი ახლა იწყება. 


  მისივე ინფორმაციით, უახლესი მონაცემებით, მხოლოდ კახეთში 157 მილიონი ლარის ყურძენია ჩაბარებული. რაც შეეხება რაჭას, დანელია აცხადებს, რომ ადგილზე მოსავალი დაახლოებით 700-800 ტონას შეადგენს, რთველის პროცესი 10 დღე გაგრძელდება.

   "კახეთში რთველი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით კომუნიკაციის ელემენტარულ პრობლემებს, რომელიც ძირითადად გამოწვეული იყო პროცედურების არცოდნით ან გაუთვალისწინებლობით. რაც შეეხება ფასებს, რქაწითელზე ფასი არის 1 ლარი, საფერავზე იყო მაღალი ფასი, ასეთ ფასს არავინ ელოდა. ამან გარკვეული გულისწყვეტა გამოიწვია, რადგან ვიღაცამ მეტად ჩააბარა ყურძენი, ვიღაცამ - ნაკლებად, მაგრამ ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ ჩაერევა ფასებში", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

9-10-2014, 10:41
უკან დაბრუნება