ივერიონი / ლექსო კობაიძე: უნივერსიტეტი "კუდი"-დან და "სოდი"-დან არ უნდა იმართებოდეს!

ლექსო კობაიძე: უნივერსიტეტი "კუდი"-დან და "სოდი"-დან არ უნდა იმართებოდეს!

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, კომპანია "ელიტა ბურჯთან" თანამშრომლობის გამო "კუდი"ს თანამშრომლებმა სანქციის გარეშე დააკავეს,  სტუდენტებმა კი ბადრაგში უნივერსიტეტის ლექტორი და სტუდენტი ამოიცნეს. ამის შესახებ განცხადება  ტექნიკური უნივეერსიტეტის პროფესორმა ნოდარ უღრელიძემ დღეს გააკეთა.


მისი თქმით ტექნიკური უნივერსიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე "ელიტა ბურჯისთვის" ამზადებდა სპეციალისტებს, რათა მათ შემდგომში კომპანიის ე.წ. "თეფშები" დამონტაჟებინათ.


"ელიტა ბურჯი" ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირდება ამიტომ "კუდის" თანამშრომლებმა ძალიან ზრდილობიანად გამომიცხადეს, რომ რუსეთის აგენტის საქმიანობას არ დაუშვებდნენ,"-განაცხადა ნოდარ უღრელიძემ.


მისი თქმით, შეურაცხმყოფელია როდესაც ყოველგვარი სანქციის და წინასწარი მოკვლევის გარეშე დაკავებული პროფესორის ბადრაგში  იმავე უნივრსიტეტის ლექტორი და სტუდენტი არიან.


სტუდენტების განცხადებით ნოდარ უღრელიძს ბადრაგში ლევან ტატიშვილი და ბორის გითოლენგია ამოიცნეს.


" იქ იყვნენ სტუდენტი ბორის გითოლენგია და ლექტორი ლევან ტატიშვილი. ლევან ტატიშვილი გვეუბნებოდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორია, მაგრამ ახლა ვიგებთ, რომ ის არის უშიშროების III განყოფილების უფროსი. იგივე სახეები და იგივე პიროვნებები მონაწილეობდნენ ჩვენი სტუდენტების დაკავებაშიც. ამ ადამიანების მიმართ გატარებული უნდა იყოს სამართლებრივი ნორმები და უნივერსიტეტი "სოდი"-დან და "კუდი"-დან არ უნდა იმართებოდეს"-ამბობს  დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წევრი ლექსო კობაიძე.


სტუდენტების და პროფესორის მიერ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს ბორის გითოლენგია.


როგორც მან "ივერიონთან" საუბრისას განაცხადა "ეს არის ტყუილი და სისულელე," და იგი ტექნიკურ უნივერსიტეტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.

5-11-2012, 15:56
უკან დაბრუნება