ივერიონი / განათლების სამინისტორო ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

განათლების სამინისტორო ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2015 წლის ბიუჯეტში დამატებით 100 მილიონი ლარის გამოყოფას ითხოვს. პარლამენტში წარდგენილი საბიუჯეტო პროექტით, უწყებას დაფინანსება ეზრდება. განათლების სამინისტროსთვის მიმდინარე წელს გამოყოფილი იყო 754 300 000 ლარი, ხოლო მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით, უწყების დაფინანსება 828 900 000 ლარი ხდება. განათლების სამინსიტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლაშა საღინაძის განცხადებით, მათ დამატებითი თანხების მობილიზება პედაგოგთა ხელფასების გაზრდის და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით სჭირდებათ.


  "2014 წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 754 მილიონი ლარი იყო, 2015 წლისათვის ამ ეტაპზე განსაზღვრულია 828 მილიონ ლარზე ცოტა მეტი. ამ თანხებში შედის დონორთა მიერ დაფინანსებული პროექტები. ამ ეტაპზე ბიუჯეტი გაზრდილია 74 მილიონი ლარით, თუმცა გვინდა დამატებითი თანხა პედაგოგების ხელფასების გაზრდის მიზნით, პედაგოგთა განვითარების ახალი სქემის შესაბამისად. გარკვეული თანხების მობილიზების შემთხვევაში გვსურს, 2015 და ასევე 2016 წელს პედაგოგებს ხელფასი გავუზარდო და მივიყვანოთ იმ ნიშნულამდე, რა საქმიანობასაც პედაგოგები სწევენ. გარდა ამისა, დამატებით თანხების მოთხოვნა გვსურს გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ვანხორციელებთ სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციას. ასევე განხორციელდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია. ეს პროცესი გრძელდება და მომავალი წლისთვისაც იგეგმება რამდენიმე პროფესიული კოლეჯის დაფუძნება. შესაბამისად, ამისთვის საჭიროა დამატებითი თანხები. ასევე, თანხების დამატება გვსურს უმაღლესი სასწავლებლების რეაბილიტაციისთვის. ჩვენი მოთხოვნა არის დამატებით 100 მილიონი ლარის გამოყოფა და ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროსთან მუშაობა მიმდინარეობს", - აცხადებს ლაშა საღინაძემ.

9-10-2014, 12:01
უკან დაბრუნება