ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე facebook -ის საკუთარ გვერდზე მეტად საინტერესო სტატუსს აქვეყნებს და მისთვის ჩვეული სარკაზმითა და იუმორით საშველად გვიხმობს.
გიორხელიძის თქმით, "ქოცები" თურმე "ნაცებს" სასტიკად დევნიან და ეს მაშინ, როცა მათთან ლაციცს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები ლამის გადააყოლონ.
"ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ დემურ გიორხელიძის facebook სტატუსს.
"არიქა, გვიშველეთ - "ნაცებს გვდევნიან"-ო!
აბა, ამაზე დიდ ტყუილს ვინ მოიგონებს?!
ვის დევნიან?!
ვინ დევნის?!
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დევნის...
"საქართველოს ერთიანი ნიციონალური მოძრაობის"
ლიდერებსა და წევრებს?!
ჰა,ჰა,ჰა,ჰა,ჰა!
ამ ხელისუფლებას დამნაშავე ვერ დაუჭერია და თქვენ როგორ გდევნის, -
გადაყოლილია თქვენზე, ცივ ნიავს არ გაკარებთ...
ისე მიჰყავს ამ ხელისუფლებას საქმე,
მალე მთელ ხალხს აიჯანყებს სწორედ იმის გამო,
რომ ნაცმოძრაობას ანაცვალა ხალხის დამოკიდებულება
და ნდობა...
ოოო, თქვე ბორიტო ქოსატყუილა ნაცებო, თქვენა!
გდევნიან, არა?! "