"ახლა, ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება თავის თავზე უნდა აიღოს რუსეთის მხარემ, ამას მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოს შეთანხმება",- ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება საქართველოს ორჯერ აქვს აღებული.
"რაც შეეხება ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულებას, ეს ვალდებულება საქართველოს აღებული აქვს ორჯერ. იგი არის ერთხელ აღებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, ხოლო შემდგომ განმეორებული საქართველს ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ.
ახლა, ეს ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება თავის თავზე უნდა აიღოს რუსეთის მხარემ, ამას მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოს შეთანხმება და შესაბამისად, რუსეთი არის ვალდებული აიღოს ეს ვალდებულება თავის თავზე.
მხოლოდ ამაზეა ლაპარაკი და მხოლოდ იმაზე, რომ იგივეთი უპასუხოს რუსეთმა საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შესახებ აღებულ ვალდებულებას",- განაცხადა ფანჯიკიძემ.
ცნობისათვის, ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.