ივერიონი / სევდია უგრეხელიძე: ჩვენ ქალაქს ვაშენებდით და არ გვქონდა 12-მილიონიანი გარღვევა!

სევდია უგრეხელიძე: ჩვენ ქალაქს ვაშენებდით და არ გვქონდა 12-მილიონიანი გარღვევა!

  "ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით თბილისის მერის დავით ნარმანიას განკარგულებას გამოეხმაურა.


  "წესი შრომის ანაზღაურების შესახებ  ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინაა დადგენილი, რომელიც მოიცავს ხელფასს, დანამატსა და პრემიას. კანონს არ ეწინააღმდეგება არც ეს და არც ის, რაზეც აპელირებდნენ. ეს თემა მათი აწეულია და ნამდვილად, სირცხვილი ნარმანიას, რომ ის ლაპარაკობდა ჩვენს ხელფასებსა და დანამატებზე, თან  ჩემთან მიმართებაში წელიწადნახევრისას ითვლიდა, რადგან მე ამ პერიოდის მანძილზე ვმუშაობდი და ამას აპიარებდა. დღეს, როდესაც მას ეუბნებიან, რომ თქვენ დანამატები გაქვთო, ამბობს, რომ იგივე დანამატებია. თუ იგივეა და ეს არაფერია, მაშინ რა საჭირო იყო ჩემი და ირაკლი აბესაძის მიმართ ამის გაკეთება?" - განაცხადა უგრეხელიძემ

 როგორც სევდია უგრეხელიძე აღნიშნავს, ნარმანიას ხშირად უწევს  სხვადასხვა ბანკებიდან ვალების აღება, რადგან ხელისუფლება ბიუჯეტიდან თანხას არ აძლევს.  

  "ჩვენ ამასთან დაკავშირებით ერთი კომენტარი გვაქვს -  თუ ჩვენ გვქონდა სახელფასო დანამატები, ჩვენ ბიუჯეტს ვასრულებდით, ქალაქს ვაშენებდით,  არ გვქონდა 12-მილიონიანი გარღვევა, რაც მათ აქვთ. კომერციული ბანკიდან 30-მილიონიანი სესხი არ აგვიღია. თქვენ ყველანი დაინახავთ, თუ რომელი ბანკიდან და საიდან იქნება ეს სესხი აღებული. 2 თვეა, რაც მოვიდნენ და ტენდერები, პროექტები გააჩერეს. სოციალურ პროგრამებში შიხიაშვილის უმრავლესობამ თანხა არ ჩაგვადებინა და ახლა ამბობენ, რომ ცარიელია. ეს ბიუჯეტი არის დეფიციტური. უავტორიტეტო ნარმანიას ხადური და ღარიბაშვილის მთავრობა  იმ კუთვნილ 50 მილიონს არ აძლევს, რომელიც ქალაქს ეკუთვნის. ქალაქს ეკუთვნის 50 მილიონი ამ ტერიტორიაზე არსებული საწარმოების ქონების გადასახადიდან. არ მისცეს გიგი უგულავას დროს, არც ჩემს დროს და არც ნარმანიას აძლევს. აქედან  შემიძლია გავაკეთო ერთი დასკვნა, ნარმანიას თავის გუნდში ავტორიტეტი არ გააჩნია, რომ  კუთვნილი თანხა მიიღოს და ამის მაგივრად, მას აქვს გარღვევა, ის  იღებს ვალებს და ასეთ პირობებში ქამრების შემოჭერა ნიშნავს, რომ შენ მოიკლო და მოქალაქეებს არ დააკლო", - განაცხადა უგრეხელიძემ.

9-10-2014, 14:33
უკან დაბრუნება