ივერიონი / ნინო გიორგობიანი: სამინისტრომ საერთაშორისო ნარკოტრანზიტის საქმე გახსნა!

ნინო გიორგობიანი: სამინისტრომ საერთაშორისო ნარკოტრანზიტის საქმე გახსნა!

  შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებას თხევადი ჰეროინის საქმის შესახებ, facebook-ის საკუთარ გვერდზე პასუხობს.

  "მესმის რომ ზოგიერთებს არ ესიამოვნათ ასეთი დონის საერთაშორისო ნარკოტრანზიტის საქმე რომ გახსნა სამინისტრომ, მაგრამ ასეთი ტყუილების ტირაჟირება ცოტა არ იყოს უხერხულია..რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას კიდევ ერთხელ შეგახსნებეთ რომ ამ საქმეში ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს და ბევრი სხვა მტკიცებულებებიც", - წერს გიორგობიანი.

  შეგახსენებთ, ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში, მთავრობის არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე ბეჟაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები ჯერ არ გაცემულა.

10-10-2014, 07:25
უკან დაბრუნება