ივერიონი / ინფრასტრუქტურის სამინისტროში უხარისხოდ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობენ

ინფრასტრუქტურის სამინისტროში უხარისხოდ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობენ

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებს კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროგრამების მონიტორინგის შედეგები გააცნო.


სამუშაო ჯგუფმა შოთა მურღულიას ხელმძღვანელობით, 3 საგზაო ობიექტი, 7 ისტორიული ძეგლი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.


მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 2 ობიექტს აღდგენითი სამუშაოები არ უტარდება, ზოგიერთი შენობა კი ფასადურად არის გარემონტებული და ხელახალ შეკეთებას საჭიროებს.


"მონიტორინგი დავიწყეთ კახეთიდან, რადგან იქ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, ასევე კახეთი არის სტიქიის ზონა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა არ არის დღემდე დასრულებული და შეფასებული. სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება შერჩევითი პრინციპით განხორციელდა", _ განაცხადა დავით ნარმანიამ.


"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხდებოდა პროექტის ხელმძღვანელებზე ზეწოლა მშნებლობის დაჩქარების მიზნით, ზოგიერთ ადგილას გზის საფარი თავიდან არის დასაგები", _ განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ.


მინისტრმა პრესკონფერენციაზე ქალაქ ლაზიკის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალქის მშენებლობა ახალი მთავრობისთვის უინტერესო პროექტია.

5-11-2012, 16:49
უკან დაბრუნება