ივერიონი / სანდრო ბრეგაძე: ხელისუფლების დაკარგვის შემდგომ რთულია "ნაცების" მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა!

სანდრო ბრეგაძე: ხელისუფლების დაკარგვის შემდგომ რთულია "ნაცების" მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა!

  დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე  "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან  "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ზვიად ჯანყარაშვილის კრიტიკას facebook- ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ბრეგაძის თქმით, ოპოზიციური ძალა ზედმეტის უფლებას აძლევს საკუთარ თავს.


   "არა რა საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ ეს "ნაცები" გარდა სხვა "ღირსებებისა", სერიოზული ავადმყოფებიც არიან. მსოფლიო პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს, რომ ე.წ.ოპოზიციური პარტია აპროტესტებდეს სახელისუფლებო პარტიულ სტრუქტურებში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს. ეტყობა "ნაცებს" ჰგონიათ,რომ "ქართულმა ოცნებამ" მათთან შეთანხმებით უნდა დანიშნოს მათი მოსაწონი აღმასრულებელი მდივანი. გასაგებია რომ ე.წ.ოპოზიციამ გააკრიტიკოს სამთავრობო დანიშვნები, მაგ.რომელიმე მინისტრის თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელის კანდიდატურა, გამგებლების და გუბერნატორების კანდიდატურებიც გააკრიტიკონ, მაგრამ ვინ ეკითხება სხვა პარტიას, თუ ვის დანიშნავს მეორე პარტია თავის შიდაპარტიულ სტრუქტურაში???

   რაღაცნაირად მესმის, რომ ხელისუფლების დაკარგვის შემდგომ რთულია სკამს მიჩვეული "ნაცების" მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, მაგრამ ნუთუ ერთი ჭკუათმყოფელი არ შერჩა მათ რიგებში, რომ ეს აბსურდამდე მისული სისულელე გააჩეროს??? გამოდის, რომ ბატონი ჯანყარაშვილის დანიშვნა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის პოსტზე სერგო რატიანთან, გივი თარგამაძესთან, ირმა ნადირაშვილთან, ჩიორასთან და გიგა ბოკერიასთან უნდა შეეთანხმებულიყო??? მართლა ვერ ხართ პატივცემულო "ნაცებო" თუ თავს გვაცოდებთ,რომ დავიჯეროთ თქვენი არაადექვატურობა??? თქვენ ისეთი ტემპებით მიდიხართ, რომ მომავალ არჩევნებში სხვა პარტიების პარტიული სიების თქვენთან შეთანხმებასაც მოითხოვთ და მერე მართლა მოვლენ თეთრხალათიანი ბიძები რათა გიმკურნალონ!!!"- წერს ბრეგაძე .

10-10-2014, 07:31
უკან დაბრუნება