ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი თომას ბახს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი თომას ბახს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს შეხვდა.

 

  მხარეებმა საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში ქართული ოლიმპიური მოძრაობისა და ქართული სპორტის როლზე ისაუბრეს.

 

  შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2015 წლის ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობას და მის მოსამზადებელ სამუშაოებს. პრემიერის თქმით, თბილისი პირველია პოსტსაბჭოთა სივრციდან, ვისაც ფესტივალის მასპინძლის პატივი ერგო, რაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცხადებულ დიდ ნდობაზე მეტყველებს.

 

  "ამას ჩვენ აღვიქვამთ, როგორც პატივისცემასა და დაფასებას ქართველი ოლიმპიელების, ჩვენი ღვაწლმოსილი სპორტსმენების მიმართ, აგრეთვე როგორც თქვენს მხარდაჭერას საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის მიმართ", -აღნიშნა პრემიერმა.

10-10-2014, 10:52
უკან დაბრუნება