"საჭიროა ყველა ეთერში საჯარო დისკუსია გაიხსნა". განცხადებას ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი facebook-ისსაკუთარ გვერდზე აკეთებს:
"საჭიროა, გაიხსნას საჯარო დისკუსია ყველა ტელევიზიის ეთერში, რათა მოსახლეობას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია ამ რისკების შესახებ. ბაქრაძემ ხომ გვირჩია,დანა- ჩანგლით დაიცავით თქვენი ოჯახებიო, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ვხედავ: კრიტიკულ ვითარებაში სესიაშვილი ქვაბების "კასკებად" გამოყენებას გვირჩევს. ცეცხლს ვეთამაშებით აშკარად. თუ დაუდევრობას გამოვიჩენთ, სახელმწფოებრიობას დავკარგავთ. ვინაა მზად ამისათვის?! და ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას?!" - წერს ინაშვილი.