ივერიონი / ზურაბ აბაშიძე: საქართველოს ხელისუფლებამ სპეკულაციებს თავი უნდა აარიდოს!

ზურაბ აბაშიძე: საქართველოს ხელისუფლებამ სპეკულაციებს თავი უნდა აარიდოს!

  საქართველომ უსაფრთხოების გარანტიების ნაცვლად გართულებები არ უნდა მიიღოს,- ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნის თაობაზე რუსეთის განცხადებას, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ეხმაურება.

 

    აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ კრემლმა ამ პროცესისთვის ხელის შეშლა სცადოს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ  სპეკულაციებს თავი უნდა აარიდოს.

 

  "ჩვენ დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან ბევრი და სერიოზული დაფიქრება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რათა უსაფრთხოების გარანტიების ნაცვლად პირიქით რაღაც გართულებები არ მივიღოთ",- განაცხადა აბაშიძემ.

 

  ცნობისათვის, ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

10-10-2014, 12:43
უკან დაბრუნება