ივერიონი / რომან გოცირიძე: ავტორიტეტული ეკონომიკური მრჩევლის მოწვევა გადაუდებელ საკითხად მიმაჩნია!

რომან გოცირიძე: ავტორიტეტული ეკონომიკური მრჩევლის მოწვევა გადაუდებელ საკითხად მიმაჩნია!

   ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ექსპერტის ედ მელკერტის  საქართველოში ვიზიტს  "facebook"-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

   

 

  "როგორც შევიტყვეთ, მთავრობის ადმინისტრაციას საერთაშორისო ექსპერტი ედ მელკერტი უწევს კონსულტაციებს საგარეო დახმარების საკითხებში. მისასალმებელი ფაქტია. თუ მის ნამსახურებათა ნუსხას და გამოცდილებას გავეცნობით, საინტერესო პიროვნება ჩანს (გაეროს მდივნის მოადგილე, ჰოლანდიის მთავრობის ყოფილი მინისტრი და ასე შემდეგ). კარგია, თუ იშვიათი ვიზიტებით არ შემოიფარგლება და ხშირად ექნება კონტაქტები მთავრობასთან. ისე, მისი პირველი კონტაქტი მთავრობაში აპარატის უფროსთან შეხვედრით არ უნდა შემოფარგლულიყო. რაც უფრო მეტი მაღალი კლასის უცხოელი მრჩეველი ჩამოვა, მით უკეთესი. გადაუდებელ საკითხად მიმაჩნია ავტორიტეტული ეკონომიკური მრჩევლის მოწვევა", - წერს რომან გოცირიძე.

 

 

10-10-2014, 13:53
უკან დაბრუნება