ივერიონი / დავით ნარმანია: ამ პროვოკაციაზე ორივემ მხარემ უნდა აგოს პასუხი!

დავით ნარმანია: ამ პროვოკაციაზე ორივემ მხარემ უნდა აგოს პასუხი!

   თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის მერიის თანამშრომლების მიერ გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს. 

 

  როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხს ყურადღებას აუცილებლად მიაქცევს, რათა მსგავსი რამ არ განმეორდეს. 

 

  "ყველა მსგავს საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის უცვლელი, რომ როცა რაიმე სახის შესაძლო სამართალდარღვევაა, უმჯობესია, საქმე სამართალდამცველებმა გამოიძიონ. მე გავეცანი მასალებს და ვაპირებ, ყურადღება მივაქციო იმას, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს. ეს არის წინასწარ მომზადებული პროვოკაცია და ორივე მხარემ უნდა აგოს პასუხი", - განაცხადა დავით ნარმანიამ

 

10-10-2014, 13:58
უკან დაბრუნება