საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საქართველოში 3+ დონის ლაბორატორიათა ქსელია, რაც მიგვითითებს იმას, რომ დაცულობის მაქსიმუმთან ძალიან მიახლოებულია.
.
ამის შესახებ ძიძიგურმა ებოლას ვირუსის გავრცელების საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა.
"მე მინდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ საქართველოში არის 3+ დონის ლაბორატორიათა ქსელი. მაქსიმუმი ასეთი დაცულობა არის მხოლოდ 4 დონიანი მხოლოდ და საქართველოში ეს ბედნიერება გვაქვს",- განაცხადა ძიძიგურმა.
ცნობისათვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ებოლას ვირუსის გამო, ამ ეტაპზე, საზღვრების დაკეტვის საკითხი არ დგას.